გიორგი ტუმასიანი
მთავარისოციალური მედია

სოციალური მედია

მონაცემები ავტომატურად განახლდება.

გიორგი ტუმასიანი

@გიორგიტუმასიანი

სრული არხის ნახვა YouTube-ზე

🔴 პირდაპირი ეთერი

🎥 ვიდეოები

🔒 მხოლოდ წევრებისთვის

🎤 ინტერვიუები

🇺🇳🇬🇪 გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი

გიორგი ტუმასიანი - საქართველო და სომხეთი არიან ერთადერთი რეალური მოკავშირეები, სამხედრო-პოლიტიკური ტანდემის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ამ რეგიონში, სადაც ჩვენ ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ პრობლემებს ვხედავთ, საქართველო და სომხეთი არიან ერთადერთი რეალური მოკავშირეები. ორივე ქვეყანა ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. რეალურად, ორივე საკმაოდ პატარა ვართ, ამიტომ ერთმანეთთან სამხედრო-პოლიტიკური ტანდემის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სომხეთისთვის ეს არის სასიცოცხლო გზა ევროკავშირისკენ და გასასვლელი ზღვაზე. თუმცა, საქართველოსთვის სომხეთი ასევე სტრატეგიული სიღრმეა. რუსეთი ქედს აქეთ არის გადმოსული და საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ამავდროულად, სომხეთს შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა. მათ შორის, სომხეთის შეიარაღებული ძალებიც სერიოზულად ვითარდება და მე ვფიქრობ, საქართველოსა და სომხეთს ამ ინტეგრაციის ფონზე შეუძლიათ ერთმანეთის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ, მათ შორის სამხედრო დახმარების კუთხითაც. ჩემი აზრით, ყველაზე ბუნებრივი მოკავშირეები და მოთამაშეები ვართ რეგიონში. აზერბაიჯანი თურქულ ოჯახში წევრიანდება - იმ ოჯახში, რომელშიც მარტო ეს ქვეყნები არიან და სხვა ქვეყნებს არც ელოდებიან. ირანი ასევე სხვა ცივილიზაციაა და სხვა რეალობაში იმყოფება. რჩება მხოლოდ საქართველო და სომხეთი, ამიტომ ორივე ქვეყნისთვის კავკასიური ტანდემის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. "https://frontnews.ge/ge/news/giorgi-t...

გიორგი ტუმასიანი — 1
პოსტის გახსნა

დარიოს ‪@Darioradio007‬ ეთერში დღეს დეტალურად განვიხილეთ ჩემი გადასვლა სომხეთში, საქართველოს და სომხეთის "კავკასიური ტანდემის” ჩემი იდეა, ასევე რეგიონალური გეოპოლიტიკა.

პოსტის გახსნა

გილოცავთ დიდგორობას! 🇬🇪 #1121 "დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების შესახებ ფრიად საინტერესო ცნობები აქვს დაცული XII საუკუნის პირველი ნახევრის სომეხ ისტორიკოსს მატთეოს ურჰაეცის (მათე ურჰაელს) თავისი ნაშრომის - „ჟამთააღმწერლობის“ მესამე ნაწილში, რომელიც 1103-1136 წლების ამბებს მოიცავს. იგი ვრცლად ჩერდება დიდგორის ომის წინა პერიოდზე, დავითის მიერ შევიწროებულ თურქ-სელჩუკთა წარმომადგენლების ელჩობაზე სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელებთან, თურქთა კოალიციური ლაშქრის შედგენაზე და, რაც მთავარია, ამ ლაშქრის რაოდენობის საკითხზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათე ურჰაელი საინტერესო ცნობებს გვაწვდის თვით საქართველოს მეფის მიერ დიდგორის ბრძოლაში გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობასა და შედგენილობაზე. მსგავსი ცნობა არ მოეპოვება არც დავითის ისტორიკოსსა და არც რომელიმე სხვა ავტორს, ვინც კი დიდგორის ომს შეხებია. მათე ურჰაელი აღფრთოვანებულია დავითის მოღვაწეობითა და მისი ბრძოლებით არა მარტო ქართველთა, არამედ სომეხთა გასათავისუფლებლად. იგი ამბობს, რომ „მეფე დავითი იყო გულადი და ძლიერი სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან მრავალგზის დაამარცხა უცხო ტომთა ჯარები და გასტეხა მათი ყოველი ძლიერება... და იყო წმიდა და კეთილმოქმედი, შემკული ყოველი ღმერთისმსახურებით და კეთილი სამართლიანობით. იგი გამოუჩნდა შემწყნარებელი და მოყვარე სომეხთა ტომს. მასთან შეიკრიბნენ სომეხთა დარჩენილი ჯარები... და ეპყრა დიდი სიხარულითა და შვებით სომეხთა მრავალი ტომი“. მათე ურჰაელი აღფრთოვანებით ლაპარაკობს აგრეთვე დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის შემოერთების, სომეხთა სახელგანთქმული ქალაქი ანის (ანისის) უცხოელთა ბატონობისაგან გათავისუფლებისა და ამის შემდეგ დავითის მიერ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ." XIII საუკუნის სომეხი მხედართმთავარი და ისტორიკოსი სმბატ სპარაპეტი წერს, რომ მეფე დავითის მეთაურობით ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ "40 000 ყივჩაღი, 18 000 ალანი, 10 000 სომეხი, 500 ფრანგი." ხსენება იყოს დავით აღმაშენებლისა! მეფისა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშისა და შაჰანშისა! სომეხი ერი ქართველ მეფე დავითს იცნობს როგორც დავით განმათავისუფლებელს!

პოსტის გახსნა

ჩემი დღევანდელი ინტერვიუ ‪@tvpirveli1‬-ის ეთერში.

პოსტის გახსნა

ჩემი დღევანდელი ინტერვიუ ‪@Tv.kavkasia‬-ს ეთერში.

პოსტის გახსნა

ჩემი ინტერვიუ: რუსეთის ჰიბრიდული ომი სომხეთში. სტუმარი - გიორგი ტუმასიანი. როგორ და რატომ Ep 59

პოსტის გახსნა

‪@Darioradio007‬-ს ეთერში რეზი ჭეშმარიტაშვილთან ერთად დეტალურად განვიხილეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, სომხეთის წინასაარჩევნო გარემო და საქართველოზე ზეგავლენა. ასევე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ემიგრაციაზე/დიასპორაზე, ჯერ საქართველო • Georgia First-ს ხედვაც გავაჟღერე ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ქართველების საქართველოდან წასვლის შეჩერება და სამშობლოში დაბრუნება აბსოლუტური პრიორიტეტია, ხოლო ვინც არ/ვერ დაბრუნდება - მათი და მომავალი თაობის იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება, ასევე საქართველოს გლობალურ გაგრძელებად გადაქცევის მიზნებია პრიორიტეტული. გამოიწერეთ დარიო, ქართული ემიგრაციის/დიასპორის ხმა!

პოსტის გახსნა

‪@realpolitika5160‬-ს ეთერში ვისაუბრეთ სომხეთში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებზე, ევროინტეგრაციაზე და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე.

პოსტის გახსნა

ჩემი დღევანდელი ინტერვიუ ‪@tablomedia‬-ს ეთერში.

პოსტის გახსნა

ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს ვრცელი ინტერვიუ მივეცი "ფორმულას" ჩვენს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ როგორც შესაძლებლობებზე ასევე გამოწვევებზე. ინტერვიუ ხელმისაწვდომია ჩემს გვერდზე.

გიორგი ტუმასიანი — 1
პოსტის გახსნა