განათლება
ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის ანალიზი
ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის — საქართველოს საუკეთესო კერძო უნივერსიტეტის — ერთობლივი პროგრამა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საჯარო პოლიტიკის კვლევისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარებისა და საბაზისო თეორიული ცოდნის მიწოდებას. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საჯარო პოლიტიკის კვლევის მეთოდებს, პოლიტიკის მემორანდუმებისა და მოკლე ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებულ გამოწვევებს. მონაწილეები ასევე ახორციელებენ დამოუკიდებელ კვლევით პროექტებს და ესწრებიან თემატურ დისკუსიებს საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.