გიორგი ტუმასიანი
მიმდინარე

გამოცდილება

პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“

მრჩეველი

წლები2026 – დღემდე

საქართველო

„ჯერ საქართველო“ 2026 წელს პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. პარტია თავს მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენს, რომელიც „პრაგმატული მემარჯვენეობის“ კონცეფციას ეფუძნება. „ჯერ საქართველო“ მხარს უჭერს ძლიერ და ქმედით ეროვნულ სახელმწიფოს, ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს, კონკურენტუნარიან ეროვნულ ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ხარისხიან განათლებას, კანონის უზენაესობასა და პროფესიულ საჯარო მმართველობას. მისი ხედვის ცენტრში თანამედროვე „მოაზროვნე სახელმწიფოს“ მშენებლობაა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა შეუძლია. საგარეო პოლიტიკაში „ჯერ საქართველო“ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში და ამავდროულად საერთაშორისო ურთიერთობებში პრაგმატულ, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ მიდგომას ემხრობა.